ოფის მენეჯერი
STREAM · Tbilissi
Description du poste
ოფის მენეჯერივაცხადებთ ვაკანსიას ადმინისტრაციული და საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე, კომპანია - ელტეგისთვის, რომელიც 2007 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს ლიფტების, ექსკალატორების, საპარკინგე სისტემების მონტაჟსა და სერვისს.პოზიციაზე მივესალმებით, შესაბამისი გამოცდილების პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ადმინისტრაციული და საოპერაციო პროცესების ეფექტურ მართვას, ოფისის ყოველდღიური საქმიანობის, შესყიდვებისა და მომარაგების, დოკუმენტბრუნვისა და ლოგისტიკური საკითხების კოორდინაციას.სამუშაო ადგილი: ქ. წამებულის 44სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი - პარასკევი (09:00-18:00)ანაზღაურება: 1500 – 2000 ლ. (NET) (ანაზღაურების კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება მოლაპარაკების საფუძველზე) ძირითადი მოვალეობები: · საოფისე და სამეურნეო მარაგების საჭიროებების განსაზღვრა, შესყიდვების დაგეგმვა და მომწოდებლებთან ურთიერთობის კოორდინაცია;· კომპანიის დოკუმენტბრუნვისა და ოფიციალური კორესპონდენციის ადმინისტრირება, მათ შორის დოკუმენტების მიღება, დახარისხება, აღრიცხვა და შესაბამის პირებთან გადამისამართება;· ადმინისტრაციული და ლოგისტიკური საკითხების ორგანიზება, მათ შორის სახელმწიფო უწყებებთან, პარტნიორებთან და სხვა ორგანიზაციებთან დაკავშირებული პროცესების კოორდინაცია;· ოფისის ტექნიკური აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის გამართულობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სერვისების კოორდინაცია;· თანამშრომლების ყოველდღიური ადმინისტრაციული საჭიროებების უზრუნველყოფა და სხვადასხვა საოპერაციო საკითხის დროული გადაწყვეტა;· სტუმრებისა და ბიზნეს-პარტნიორების მიღების, შეხვედრებისა და კორპორაციული ღონისძიებების ორგანიზაციული მხარდაჭერა;· ხელმძღვანელობასთან და კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური კოორდინაცია მიმდინარე ადმინისტრაციულ და საოპერაციო საკითხებზე. ძირითადი მოთხოვნები:· უმაღლესი განათლება — სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ან მსგავს სფეროში;· ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;· საოფისე პროცესების, დოკუმენტბრუნვისა და ადმინისტრაციული საკითხების მართვის გამოცდილება;· MS Office პროგრამების ცოდნა;· უცხო ენების ცოდნა. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე
Questions fréquentes
Pourquoi signalez-vous cette offre ?
Aller plus loin
Salaires, guides et recherches en Géorgie.
Postulez en 30 secondes
Entrez votre email pour postuler. Un compte sera cree automatiquement.
En continuant, vous acceptez nos conditions d'utilisation.
Deja un compte ? Connexion
Une question sur cette offre ?
Posez-la ici : vous recevrez le récapitulatif de l'offre par e-mail, tout de suite.
Publie il y a 1 semaine
Expire dans 1 mois
28 vues · 0 interesses
Boostez vos chances
Importez votre CV : nous vous proposons les offres qui matchent votre profil.
Analyse de votre CV en cours...
STREAM
Tbilissi
Offres similaires
-
Technical Operations Manager – Installation & Service
Blue Waters / ბლუ უოთერსი Tbilissi -
Administrative Assistant – Breadfield Production Facility
ბრედფილდი _ Breadfield Tbilissi -
Administrative Manager / Project Manager
Magic Film Studio Tbilissi -
Data Entry Specialist – Remote (Georgia)
Pharmbills -
არქივის დამხმარე თანამშრომელი - დროებითი ხელშეკრულება
TBC