Jobiglo

Aucun resultat.

არქიტექტორი - არქიტექტორული ჯგუფი, ლოგისტიკა

TBCBANK · თბილისი

Nouveau
Mid ka
Microsoft Office

Description du poste

არქიტექტორი - არქიტექტორული ჯგუფი, ლოგისტიკა

კომპანიის აღწერაჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.Job Descriptionპოზიცია პასუხისმგებელია ბანკის ფილიალების, ბექ ოფისების, საკასო ცენტრების, სამუშაო სივრცეების, საწყობებისა და სხვა ობიექტების არქიტექტურულ დაგეგმვაზე, პროექტირებაზე, სარემონტო-სამშენებლო პროექტების კოორდინაციასა და ბანკის ერთიანი არქიტექტურული სტანდარტების დაცვაზე.როლი მოიცავს როგორც ახალი ობიექტების კონცეფციის შემუშავებას, ასევე არსებული სივრცეების განახლებასა და რეკონსტრუქციას. პოზიცია უზრუნველყოფს პროექტების ხარისხიან, ეფექტურ და დროულ განხორციელებას ყველა ჩართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით.ძირითადი პასუხისმგებლობები:არქიტექტურული დაგეგმვა და პროექტირება• ახალი ფილიალების, ბექ ოფისების, სამუშაო სივრცეების, საკასო ცენტრების, საწყობებისა და სხვა ობიექტების სივრცის ანალიზი და პროექტირება;• არსებული ობიექტების სარეკონსტრუქციო და სარემონტო პროექტების მომზადება;• ავეჯის განლაგების, ინტერიერის ელემენტების, ფარდა-ჟალუზების, სარეკლამო აბრებისა და სხვა ვიზუალური კომპონენტების პროექტების შემუშავება;• ბანკის არქიტექტურულ, ფუნქციურ და ბრენდულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.პროექტების მართვა და კოორდინაცია• პროექტების შეთანხმება ბიზნეს მიმართულებებთან, რეგიონალურ ხელმძღვანელებთან, უსაფრთხოების, IT და სხვა ფუნქციურ გუნდებთან;• გარე საპროექტო და სამშენებლო კომპანიების მიერ მომზადებული პროექტების განხილვა და შეფასება;• სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი;• პროექტების ვადების, ხარისხისა და შეთანხმებული სტანდარტების დაცვის კონტროლი;• პროექტის განხორციელების პროცესში შესაძლო რისკების, შეფერხებებისა და გამოწვევების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა.ხარისხის კონტროლი და სტანდარტების დაცვა• ბანკის ფილიალებსა და ოფისებში არქიტექტურული, ვიზუალური და ბრენდული სტანდარტების მონიტორინგი;• ავეჯის, სარეკლამო ელემენტებისა და სხვა ინფრასტრუქტურული კომპონენტების ხარისხის კონტროლი;• შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის დადასტურება.რეგულაციები და ადმინისტრაციული მხარდაჭერა• სახელმწიფო უწყებებთან და მუნიციპალიტეტებთან შესათანხმებელი დოკუმენტაციის მომზადება; • შეთანხმებებისა და ნებართვების პროცესის კოორდინაცია; • საჭირო მასალებისა და ინვენტარის დაგეგმვასა და შეკვეთის პროცესში მონაწილეობა.პროცესების განვითარება• ხარჯების ოპტიმიზაციის, ხარისხის გაუმჯობესებისა და პროცესების ეფექტიანობის ზრდის ინიციატივების შეთავაზება;• თანამედროვე არქიტექტურული და დიზაინის ტენდენციების კვლევა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა.Qualifications• უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;• არქიტექტურული პროექტირების, ინტერიერის დაგეგმარების ან სამშენებლო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;• არქიტექტურული პროგრამები: აუცილებელია Archi CAD-ის კარგად ცოდნა (კარგი იქნება 3D ვიზუალისაციისათვის სხვა პროგრემების ცოდნაც)• Microsoft Office პროგრამების ცოდნა;• ტექნიკური ნახაზების მომზადებისა და ანალიზის გამოცდილება;• პროექტების კოორდინაციისა და მრავალ დაინტერესებულ მხარესთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი;• დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;• პრობლემების გადაჭრის, პრიორიტეტების მართვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;• ინიციატივიანობა და მუდმივი განვითარების სურვილი.Additional Informationთიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:ანონიმური ვებ-ფორმა #1 – ვებ-ფორმა #2 – ცხელი ხაზი – 0800 100 268ანონიმური წერილიელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილებადაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Questions fréquentes

Le salaire n'est pas communiqué publiquement par le recruteur. Vous pouvez postuler et négocier directement avec TBCBANK.
Cliquez sur "Postuler maintenant" en haut de la page. Vous pouvez importer votre CV en 1 clic — Jobiglo extrait automatiquement vos informations et postule pour vous.
Source : ats:smartrecruiters

Pourquoi signalez-vous cette offre ?

Merci pour votre signalement. Nous allons examiner cette offre.

Postulez en 30 secondes

Entrez votre email pour postuler. Un compte sera cree automatiquement.

Postuler maintenant →

En continuant, vous acceptez nos conditions d'utilisation.

Deja un compte ? Connexion

Une question sur cette offre ?

Posez-la ici : vous recevrez le récapitulatif de l'offre par e-mail, tout de suite.

💬 Contactez-nous sur Telegram

Publie il y a 4 heures

Expire dans 1 mois

2 vues · 0 interesses

Boostez vos chances

Importez votre CV : nous vous proposons les offres qui matchent votre profil.

Analyse de votre CV en cours...

TBCBANK

თბილისი