ბიზნეს კლიენტებზე ზრუნვის ექსპერტი/გაყიდვები
TBCBANK · თბილისი
Description du poste
ბიზნეს კლიენტებზე ზრუნვის ექსპერტი/გაყიდვები
კომპანიის აღწერაჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.MSME დისტანციური არხებში  ვეძებთ ბიზნეს კლიენტებზე ზრუნვის ექსპერტს კერძოდ, SME გაყიდვების გუნდში (ქროსელინგი).Job Descriptionროლის მიმოხილვაბიზნეს კლიენტებზე ზრუნვის ექსპერტი პასუხისმგებელია საჯარო რეესტრში ახლად რეგისტრირებულ ბიზნეს კლიენტებთან ოპერატიულ კომუნიკაციაზე, მათი დისტანციური ონბორდინგის პროცესის კოორდინაციასა და საბანკო პროდუქტების აქტიურ გაყიდვაზე. როლი ორიენტირებულია ახალი კლიენტების მოზიდვაზე, მათ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზებასა და ბანკის გაყიდვების სტრატეგიის შესაბამისად განსაზღვრული გეგმების შესრულებაზე.ძირითადი პასუხისმგებლობებისაჯარო რეესტრში ახლად რეგისტრირებულ იურიდიულ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებთან სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;სატელეფონო არხით ბანკის პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზება;ახალი ბიზნეს კლიენტების დისტანციური ონბორდინგის პროცესის კოორდინაცია (ტელეფონისა და ბანკის ციფრული არხების გამოყენებით);კლიენტის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება;საბანკო პროდუქტების დისტანციური გაყიდვა და დამატებითი პროდუქტების (Cross-sell) შეთავაზება;ახალი კლიენტების აქტივაციისა და პირველადი საბანკო მომსახურების უზრუნველყოფა;გაყიდვების პროცესის ეფექტიანად მართვა და CRM სისტემაში ინფორმაციის დროული ასახვა;ბანკის სტრატეგიის შესაბამისად განსაზღვრული ინდივიდუალური გაყიდვების გეგმებისა და KPI-ების შესრულება;გაყიდვების პროცესში ბანკის შიდა პოლიტიკის, რეგულაციებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა.Qualificationsსასურველია გქონდესუმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით);გაყიდვების ან მომხმარებელთან ურთიერთობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება, სასურველია საბანკო ან ფინანსურ სექტორში;ბიზნეს კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ საბაზისო ცოდნა;Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა.აუცილებელი უნარებიეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;გაყიდვებზე და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;კლიენტის საჭიროებების ანალიზისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზების უნარი;დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;გუნდური მუშაობის უნარი;სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ინიციატივიანობაAI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა  Additional Informationთიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:ანონიმური ვებ-ფორმა #1 – ვებ-ფორმა #2 – ცხელი ხაზი – 0800 100 268ანონიმური წერილიელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილებადაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
Questions fréquentes
Pourquoi signalez-vous cette offre ?
Aller plus loin
Salaires, guides et recherches en Géorgie.
Postulez en 30 secondes
Entrez votre email pour postuler. Un compte sera cree automatiquement.
En continuant, vous acceptez nos conditions d'utilisation.
Deja un compte ? Connexion
Une question sur cette offre ?
Posez-la ici : vous recevrez le récapitulatif de l'offre par e-mail, tout de suite.
Publie il y a 11 heures
Expire dans 1 mois
11 vues · 0 interesses
Boostez vos chances
Importez votre CV : nous vous proposons les offres qui matchent votre profil.
Analyse de votre CV en cours...
TBCBANK
თბილისი